Saturday, October 1, 2016

დღე მეცხრე

დღევანდელი დღე იყო საინტერესო. გადავხედეთ ჩვენი პროექტების გეგმებს. გავიხსენეთ და შევაჯამეთ ყველა ის მასალა რაც ამ ცხრა დღის მანძილზე ვისწავლეთ და გავიარეთ.
მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები. ყველას პრეზენტაცია იყო ორიგინალური. ძალიან დამაჯერებლად და საინტერესოდ წარმოადგინა თვითეულმა მათგანმა. 

გული მწყდება რომ ასე მალე გავიდა ეს დღეები
ვისწავლე ძალიან ბევრი....
ყველას მადლობა ასეთი საინტერესო დღეებისათვის!
მანანა მას! მიყვარხართ ძალიან და მომენატრებით მაგრამ ხშირად გნახავთ და მოგიკითხავთ! :*

Sunday, September 25, 2016

დღე მერვე

დღევანდელი დღე იყო ტველაზე საინტერესო ჩემთვის! უსაინტერესოსი :))))))

დავასრულეთ პროექტის გეგმები. ჩვენი პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ და დავდეთ ბლოგზე. და ტველაზე საინტერესო რაც იყო ვისწავლე ბლოგზე ,,პეიჯების" შექმნა და ,,გაჯეტების" დადება. ფასილიტაციისათვის შევქმენი ონლაინ კითხვარი, რაც ყველაზე ძალიან მომეწონა და რასაც ძალიან ხშირად გამოვიყენებ...

დიდი მადლობა მანანა მას! ძალიან საინტერესო იყო

Saturday, September 24, 2016

დღე მეშვიდე

დღევანდელი დღე დავიწყეთ ძველის გახსენებით

მოვისმინეთ ერთმანეთის პროცედურები.
ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე. განვიხილეთ გარდნერის თეორია და სხვადასხვა მოსწავეტა სწავლის სტილი დავადგინეთ გარდნერის პრეზენტაციაზე დაყრდნობით. შევუსაბამეთ აქტივობები. შევადგინეთ დირენცირებული სწავლებისთვის კითხვარი.
შევქმენით ხარაჩო.
მომავალი დღისათვის მოგვეცა დავალებები.
იყო ნაყოფიერი დღე...
ვიმედოვნებ ხვალინდელი დღეც საინტერესო იქნება! :*

Sunday, September 18, 2016

დღე მეექვსე

დღეს ტრენინგი დავიწყეთ წინა დღეს ნასწავლის გამეორებით! წარმოვადგინეთ საშინაო დავალებები.
გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას და ვიმუშავეთ პროექტის პროცედურებზე.
შევიმუშავეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკაზე ....
დღე იყო აქტიური, სასიამოვნო და სასარგებლო
ერთი კვირით ვისვენებთ და საშინაო დავალებით დახუნძლულები მოვდივართ შაბათს!
დროებით კოლეგებოოოოოო!!!! :* :* :* :* :* :* :* :* 

Saturday, September 17, 2016

დღე მეხუთე

დღესძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე გვქონდა. დავღალეთ ჩვენი საყვარელი მანანა მასწავლებელიც და ჩვენ დავიღალეთ.
ტრენინგზე განვიხილეთ რჩევები და მეთოდები უკუკავშირისათვის. ვისწავლეთ კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგადი წესები. 
ვისწავლეთ და გავიხსენეთ drive-ზე, როგორ გავხადოთ დოკუმენტი საზიარო, როგორ გავაკეთოთ ამ დოკუმენტზე შენიშვნები ან კომენტარები. რა ფუნქცია მივანიჭოთ მას: მხოლოდ ნახვის, კომენტარის, თანაავტორობის თუ ნახვა-დაკომენტარების.
გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის სლაიდს. გავიაზრეთ საავტორო უფლებების მნიშვნელობა.  პროექტში მივუთითეთ ცვენს მიერ გამოყენებული რესურსების ელ. მისმართები(ლინკები). ვიმუშავეთ საპრეზენტაციო პროგრამაზე და გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრის მონახაზი.....
,,პოჩერკიზა" ბოდიში... დაღლილი ვარ და მეჩქარება! :D

Sunday, September 11, 2016

დღე მეოთხე

 გავეცანით  შეფასების ხუთ მიზანს მეორე მოდულის მესამე აქტივობიდან...  
 ავარჩიეთ ჩვენთვის სასურველი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.
 აღნიშნულ  მეთოდებში განსაკუთერებით მომეწონა თვითრეგულირებადი სწავლების სტრატეგიები და ის მეთოდები, რომლებით მოსწავლეებს აფასებს ამ კონკრეტული მიმართულებით...
მოსწავლეთა საჭიროებების შესწავლის მიზნით შევქმენი ,, ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე ,, - ცხრილი.
  მივიღეთ საშინაო დავალება...


როდის მოვა შაბათიიიიიი......

აბა წავიდა კომენტარებიიიი :)))))))

Saturday, September 10, 2016

დღე მესამე

ტრენინგის მესამე დღე... საინტერესო და მნიშვნელოვანი... :) 
დღე დავიწყეთ სასწავლო პროექტების დაგეგმის შესწავლით: სტანდარტების დადგენა, სასწავლო მიზნების შემუშავება, ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები და ზმნების კლასიფიკაცია, მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი).... 
იყო ყველაფერი საინტერესო...
მნიშვნელოვანი...
ხვალინდელ დღეს ველოდები!
:) :) :) (Y)

Sunday, September 4, 2016

დღე მეორე

დღე მეორე ისეთივე და გაცილებით უფრო საინტერესო იყო ვიდრე დღე პირველი !!!
ვიმუშავე ჩემს პროექტზე. წარუდგინე ჩემს კოლეგებს. მოვისმინე მათი აზრი. დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმის შაბლონზე. ჩემი პროექტი მოვარგე საგნობრივ სტანდარტს.  გავეცანით გამოცემის მომზადების ჩეკლისტს. 
ჩვენი ნამუშევარები ავტვირთეთ Drive-ში.  დავიწეთ მუშაობა პროექტის ბუკლეტზე.

ველოდები შემდეგ სემინარს!!!! :* :)

Saturday, September 3, 2016

დღე პირველი

ტრენინგის პირველი დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. გავეცანით პროგრამას, მივიღეთ დავალება ხვალინდელი დღისათვის. უნდა გავაკეთო მონახაზი პროექტისა, რომელზედაც შემდეგ ვიმუშავებ. შევქმენით პორტფოლიო ვიმუშავეთ ბლოგზე... საინტერესო იყო ჩემთვის მოდული ,,21-ე საუკუნის უნარები".
ველოდები ხვალინდელ დღეს და განწყობილი ვარ სამუშაოდ!